რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული მართვადი რაკეტა და 11 დრონიდან 10 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

2 დეკემბრის ღამით უკრაინამ რუსების გაშვებული Shahed-136/131-ის ტიპის 11 დრონიდან 10, ხოლო ერთი X-59-ის მართვადი რაკეტა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

"2023 წლის 2 დეკემბრის ღამეს მტერმა ყირიმიდან იერიში მიიტანა 11 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, ხოლო მართვადი რაკეტა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის საჰაერო სივრციდან გაუშვა". - აღნიშნავენ საჰაერო ძალებში.

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ დრონები ოდესის ოლქში, ხოლო Х-59-ის რაკეტა დნიპროპეტროვსკში გაანადგურა. 

კომენტარები