დაპირისპირება ენმ-ში

ჩაგანავა: გორბაჩოვმა დაანგრია კომუნისტური პარტია, ხაბეიშვილი მიშას პარტიას ანადგურებს

მაცნობეს, რომ იყო განცხადება შემოსული, რომ მე დაკავებულ თანამდებობას არ ვიკავებდი. ეს არის ლევან ხაბეიშვილის მმართველობა, ეს არის ზუსტად ის მგლის ბილეთი, რაზეც მაგი საუბრობდა. განსხვავებულ აზრს მოსდევენ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ქალაქში, ფოთში ვერავინ ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუ აქ არ იქნებოდა ზევიდან მართული ეს ყველაფერი.

მე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაფერი ფასადური, რაც ხდება. ფასადური არის ის გამოსვლები, რომ ვითომ პარტიაში ვიღაც ბრუნდება. მე ვხედავ იმას, რომ დღეს ჩემთან იყო გამოგზავნილი ეს ბილეთი, ხვალ იქნება სხვისთვის და ეს სხვა უნდა ელოდოს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართულად გაკეთებული.

ბოლოს ის შემიძლია გითხრათ, რომ [ხაბეიშვილი] არის მინი გორბაჩოვი, რასაც ჰქვია. გორბაჩოვმა 91 წელს დაანგრია კომუნისტური პარტია და დღეს ლევან ხაბეიშვილი მიშას პარტიას, ფაქტიურად, ანადგურებს. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მან დღეს ჩაიდინა.

თქვა ფოთის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, პაატა ჩაგანავამ.

ფოთის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე, პაატა ჩაგანავა თანამდებობებიდან დღეს, 1 დეკემბერს მოხსნეს. ისინი ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვდნენ.

კომენტარები