რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: აშშ-მ უკრაინისთვის GLSBD-ის რაკეტების გადაცემა 2024 წლამდე გადადო

GLSBD (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი)

აშშ-მ უკრაინისთვის მაღალი სიზუსტის GLSBD-ის რაკეტების (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი) გადაცემა 2024 წლამდე გადადო. ამის შესახებ სააგენტო, Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციით, უკრაინაში თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ GLSBD-ის სისტემის პირველი პარტიის მიწოდება 2023 წლის მარტში მოხდებოდა. თუმცა, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ GLSDB-ის მიწოდება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

სააგენტოს ინფორმაციით, მთავარი კონტრაქტორი რაკეტებს ამერიკის შეერთებულ შტატებს 2023 წლის დეკემბერში გადასცემს, რის შემდეგაც უკრაინაში გაგზავნამდე მათ რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდებათ.

GLSBD-ი არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელთა დაფარვის დიაპაზონი 150 კილომეტრია. სისტემა შედგება მცირე დიამეტრის მქონე ბომბისაგან საკუთარი სარაკეტო ძრავით. ამ ტიპის რაკეტების გაშვება შესაძლებელია სხვადასხვა სამხედრო ინსტალაციიდან, მათ შორის HIMARS-იდან. გარდა ამისა, მათ მოძრავ სამიზნეებზე იერიშის მიტანა დაახლოებით 160 კმ-მდე მანძილის ფარგლებში შეუძლიათ. 

კომენტარები