რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Українська правда: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთი-ჩინეთის რკინიგზა ააფეთქა

Ukrainska Pravda  STOCK PHOTO

Українська правда-ს ინფორმაციით, რუსეთი-ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. აფეთქება 30 ნოემბრის ღამეს ბურიატიაში ბაიკალი-ამურის რკინიგზაზე, ვლადიმირ ბესოლოვის სახელობის სევერომუისკის გვირაბში მოხდა. 

აღნიშნულ ინფორმაციას Українська правда უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, რკინიგზა, რომელიც გუშინ უკრაინამ ააფეთქა, რუსეთისა და ჩინეთის მთავარი დამაკავშირებელი ხაზია. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი ამ რკინიგზას სამხედრო მომარაგებისთვის იყენებს. როგორც ცნობილია, აფეთქების გამო, რუსეთი-ჩინეთის დამაკავშირებელი ბურიატიის რკინიგზა ახლა პარალიზებულია. 

"ოთხი ასაფეთქებელი საშუალება აფეთქდა სატვირთო მატარებლის გადაადგილებისას. ახლა FSB შემთხვევის ადგილას მუშაობს და რკინიგზის მუშები წარუმატებლად ცდილობენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავდასხმის შედეგების მინიმიზებას" - ამბობს ანონიმური წყარო Українська правда-სთან. 

კომენტარები