საქართველოს კინოინსტიტუტი

"ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია" – საქართველოს კინოინსტიტუტი დაფუძნდა

საქართველოს კინოინსტიტუტი

30 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში, თბილისის კინოფესტივალის პარალელურად, საქართველოს კინოინსტიტუტის(GFI) პრეზენტაცია გაიმართა. 

"ბოლო პერიოდში კინოს სფეროში მიმდინარე მოვლენებმა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ქართული კინოინდუსტრია. 500-მდე კინემატოგრაფისტი აპროტესტებს კულტურის სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, თუმცა, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმა არ ნიშნავს შემოქმედებითი პროცესების შეჩერებას და შეწყვეტას

ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია". – წერია კინოინსტიტუტის ფეისბუკ გვერდზე.

კინოისტიტუტის განცხადებით ამ დროისთვის 500-დე ქართველი კინემატოგრაფისტი კულტურის სამინისტროს პოლიტიკას აპროტესტებს. GFI ამ და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

საქართველოს კინოსინსტიტუტის პრეზიდენტად რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი დასახელდა.

პრეზიდენტის თქმით GFI არ ცდილობს რამე ფორმით ეროვნული კინოცენტრის ჩანაცვლებას. ინსტიტუტი არ იქნება ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ფილმწარმოებისთვის საჭირო თანხებს მოიძიებს. 

GFI-ს აღმასრულებელი ბორდის წევრები არიან კინემატოგრაფისტები დავით ვაშაძე, ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი.

კომენტარები