2024 წლის არჩევნები

ზურაბიშვილი: არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების რიცხვი უნდა გაიზარდოს

მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრების გარეთ, ძალიან ბევრი, მათ შორის, არალეგალები. არაფერი კეთდება და სხვათა შორის, არცერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა იმითი, რომ ეს რიცხოვნობა ჩვენი თანამემამულეებისა, რომელიც მონაწილეობენ არჩევნებში და ესაა მათი უფლება, გაიზარდოს. რატომ? იმიტომ რომ, ყველას ჰქონდა ინტერესი, რომ იმ პატარა ჯგუფის მონაწილეობა არჩევნებში, რომელიც საელჩოს ირგვლივ კარგადაა მოკალათებული, ჩათვლილიყო სრულიად საკმარისად. რატომ უნდა ავიტკივოთ თავი და დავიწყოთ კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად რთული იქნებოდა [...] 

მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი [...]

დიასპორის საარჩევნო უფლებებსა თუ მოქალაქეობის გამარტივების საკითხზე რატომ დუმს საზოგადოება როცა პრაქტიკულად ყველა ოჯახში არის ვიღაც, ვინც ცხოვრობს საზღვარგარეთ? ჩვენი საზოგადოება ბევრად დაინტერესებული უნდა იყოს იმითი, რომ ის ადამიანები, ვისგანაც იღებენ ტრანსფერებს და დახმარებას, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში იღებდნენ მონაწილეობას.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები