უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული. რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ! ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ 2008 წელს იმავე ნივთიერებებით მოწამლეს უკრაინის იარაღის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა უკრაინიდან თავდაცვის საშუალებების მიღებაში. მაშინ მე ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დავაჯილდოვე.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ბუდანოვის ცოლი და მაღალჩინოსნები იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რითიც მე
tbl.ge/6mah
დაკოპირდა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოსტი Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
27 ნოემბერს უკრაინული მედიები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ბუდანოვის ცოლი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული. მოწამლულია დაზვერვის რამდენიმე თანამშრომელიც.
ამავე თემაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას
- სააკაშვილი: "არც ნაცი არც ქოცი" არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების ლოზუნგი




