თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის კინოფესტივალის მოკლემატრაჟიანი ფილმების პროგრამა და განრიგი

პოსტერები ფილმებისა "გულისხმა" და "უხერხემლო"
Befunky

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 19 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები. აქედან 9 მხატვრული და 10 დოკუმენტური.

ფესტივალის პრიზებიდან ორი პრომეთე სწორედ მხატვრული და დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორებს გადაეცემათ.

მოკლემეტრაჟიანი სურათების ჩვენება 28-დან 1 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, კინოთეატრ ამირანის 1 დარბაზში, 13:00 საათზე გაიმართება.

დღეების მიხედვით ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა და განრიგი ასე გამოიყურება:

28 ნოემბერი

მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები

უხერხემლო, რეჟ. გიგიშა აბაშიძე, 2023 წელი, 25'

სახლი არ დატოვო, რეჟ. დათი ჯაფარიძე, 2023 წელი, 12'

გაქცეული, რეჟ. სალომე კინწურაშვილი, 2023 წელი, 26'

პაემანი, რეჟ. ლევან ბირკაძე, 2023 წელი, 14'

გამოფიტული ხალხი, რეჟ. რატი ონელი, 16'

29 ნოემბერი

მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები

გულისხმა, რეჟ. ლევან ჭყონია, 2023 წელი, 20'

გარდაცვლილები, რეჟ. გრიგოლ ჯანაშია, 2023 წელი, 32'

სუფრა, რეჟ. მარიამ ბიწაძე, 2023 წელი, 23'

ზამთრის თბილი მზე, რეჟ. ვაჟიკო ჩაჩხიანი, 2023 წელი, 20'

30 ნოემბერი

დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები

ჩვენ კი იმიტომ ვართ, რომ გავზარდოთ, რეჟ. ნინო მემანიშვილი, 2023 წელი, 30'

ძაღლი მოჩვენება, რეჟ. კოტე ჩლაიძე, 2023 წელი, 20'

იგი, რეჟ. აკი მანუკი, 2023 წელი, 28'

ლანჩხუთი 3 წლის შემდეგ, რეჟ. ელენე ადამაშვილი, ნატალია ადამაშვილი, 2023 წელი, 28'

მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში, რეჟ. გიორგი ფარქოსაძე, 2023 წელი, 20'

1 დეკემბერი

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები

სამგორის გოგოები, რეჟ. ანა მამაიშვილი, 2023 წელი, 15'

ოცნების ქალაქი, რეჟ. მარადია ცაავა, 2023 წელი, 23'

საცობის დღიურები, რეჟ. დეა ჩოლოქავა, 2023 წელი, 18'

ციებ-ცხელების შემდგომ, რეჟ. სალომე ჯაში, 2023 წელი, 18'

ანას პროცესი, რეჟ. მარიამ ჯაჭვაძე, 2023 წელი, 43'

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით ამ ბმულზე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები