ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.15 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.03 თეთრით გაუფასურდა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7113 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9697 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

თურნავას საგამონაკლისო ბრძანება ფარცხალაძეზე, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.98 ლარად.

კომენტარები