აშშ

ვერმონტში დააკავეს პირი, რომელმაც პალესტინური წარმოშობის სამ სტუდენტს ცეცხლი გაუხსნა

Courtesy Wayne Savage via REUTERS.

26 ნოემბერს ვერმონტის შტატში ქალაქ ბარლინგტონში თეთრკანიანმა მამაკაცმა პალესტინური წარმოშობის სამ სტუდენტს ცეცხლი გაუხსნა. 20 წლის სტუდენტები, ჰიშამ ავარტანი, კინან აბდალჰამიდი და ტაჰსენ ალი აჰმედი დაჭრილები არიან. 27 ნოემბერს ვერმონტის პოლიციამ სტუდენტების დაჭრაში ეჭვმიტანილი, 48 წლის ჯეისონ იტონი დააკავა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები ბარლინგტონში მადლიერების დღის აღსანიშნად ოჯახთან ერთად შეკრებისთვის ჩავიდნენ, როდესაც მათ ქუჩაში თეთრკანიანი კაცი მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. როგორც ცნობილია დაჭრილი სამი სტუდენტიდან ორი ტრადიციულ აღმოსავლურ შარფს ატარებდნენ და თავდასხმისას არაბულად საუბრობდნენ. 

ვერმონტის პოლიციის ცნობით, სამივე დაჭრილი სტუდენტი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორი სტუდენტის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მესამემ უფრო მძიმე დაზიანებები მიიღო. 

ვერმონტის პოლიციის უფროსის ჯონ მურადის თქმით, ეს დანაშაული სიძულვილითაა მოტივირებული. 

კომენტარები