მძევლების გათავისუფლება

9 წლის ემილი, რომელიც მამას მოკლული ეგონა, ჰამასის მიერ გათავისუფლებულ მძევლებს შორისაა

ემილი ჰენდი 50-დღიანი ტყვეობის შემდეგ მამას ხვდება
Befunky

9 წლის ემილი ჰენდი ერთ-ერთი იმ მძევალია, ვინც 25 ნოემბერს ჰამასმა პალესტინელ პატიმრებში გაცვალა.

ჰენდი ტყვეობაში 50 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 7 ოქტომბერს ის ბეერი კიბუცში, მეგობრის სახლში იმყოფებოდა. ტერორისტებმა მეგობარი და მეგობრის დედაც გაიტაცეს.

მოგვიანებით ჰენდის ოჯახს შეატყობინეს, რომ ემილი დაღუპულია.

"ჩვენ გვითხრეს, რომ ემილი მოკლულია. ვგლოვობდით, მანამ, სანამ 31 ოქტომბერს არ გვითხრეს, რომ ის დიდი ალბათობით გატაცებულია". – ამბობს ემილის უფროსი და ნატალი.

ემილის მამა ირლანდიელი ტომას ჰენდია, რომელიც ისრაელში 30 წლის წინ გადასახლდა, მისი ცოლი და ემილის დედა ისრაელის მოქალაქე ლიატი რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.

ჰამასმა პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ მძევლების ორი ჯგუფი გაათავისუფლა. 26 ნოემბერს მესამე გაცვლა იგეგმება.

კომენტარები