ენმ

ენმ-ს კარი ყველასთვის ღიაა – ჯაფარიძე გირჩთან გაერთიანებაზე

ტაბულას კითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა იაგო ხვიჩიას გირჩთან გაერთიანებას, ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ თქვა: "არავისთან ერთობას არ გამოვრიცხავ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კარი არის ყველასთვის ღია".

აქამდე, მიხეილ სააკაშვილმა პარტიების გაერთიანების აუცილებლობასთან დაკავშირებით აღნიშნა: "გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ იაგო ხვიჩიას გირჩთანაც". 

"ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების - ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას გირჩი." - თქვა სააკაშვილმა. 

კომენტარები