აშშ

ინდიანაში, ჩემოდანში 5 წლის ბიჭის ცხედრის პოვნის საქმეზე ქალს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დოუნ ელეინ კოლმანი
Michael Flynn/WAVE 3 News via AP

41 წლის ლუიზიანელ ქალს, დოუნ ელეინ კოლმანს 5 წლის ატლანტელი ბიჭის, კაირო ამარ ჯორდანის სიკვდილთან დაკავშირებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქალმა დანაშაული აღიარა.

ბიჭის ცხედარი, რომელიც ჩემოდანში იყო ჩადებული, ინდიანას შტატის სამხრეთში 2022 წლის აპრილში იპოვეს. შტატის პოლიციის თქმით, აუტოფსიით დადგინდა, რომ ბავშვი ღებინებითა და დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაციით დაიღუპა.

ოფიციალურმა პირებმა ბიჭის ვინაობა იდენტიფიცირებიდან მალევე გაამჟღავნეს და თქვეს, რომ მის მკვლელობაში კოლმანი და ბავშვის დედა, დეხუან ლუდი ანდერსონი იყვნენ ეჭვმიტანილი.

2022 წლის ნოემბერში ანდერსონის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გამოიცა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, ის ჯერ კიდევ ძებნაშია.

გამოძიებით დადგინდა, რომ კოლმანი იცნობდა ანდერსონს, რომელთანაც სახლში რჩებოდა ხოლმე. გამომძიებლების თქმით, ქალი ბავშვის დედას 2022 წლის აპრილში ბიჭის ცხედრის მოშორებაში დაეხმარა.

კომენტარები