ჰოლივუდი

პალესტინის მხარდაჭერის გამო სიუზან სარანდონთან ჰოლივუდის სააგენტომ ხელშეკრულება გაწყვიტა

სიუზან სარანდონი
Global News

ჰოლივუდის სამსახიობო სააგენტომ United Talent Agency (UTA) ხელშეკრულება გაწყვიტა სიუზან სარანდონთან. მიზეზი მსახიობის მიერ პალესტინის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლა გახდა. ინფორმაციას გამოცემა Page Six ავრცელებს.

"დღეს ბევრ ადამიანს ეშინია იყო ებრაელი, ისინი ნელ-ნელა ხვდებიან, რას ნიშნავს იყო მუსლიმი ამ ქვეყანაში". – თქვა სარანდონმა მიტინგზე.

სარანდონის სიტყვები საზოგადოების ნაწილმა ანტისემიტურად შეაფასა. მსახიობის ინტერესებს UTA 2014 წლიდან წარმოადგენდა.

ახლო წარსულში სარანდონს არაერთი სადავო განცხადება აქვს გაკეთებული. მას სოციალურ ქსელში გაზიარებული აქვს ულტრა მემარჯვენე ორგანიზაციის პოსტი, რომელშიც წერია, რომ 7 ოქტომბრის ტერაქტი ისრაელის მოწყობილი იყო, ასევე სარანდონის კედელზე ხშირად ზიარდება როჯერ უოტერსის პოსტები, რომელსაც ანტისემიტიზმსა და პრორუსულ განწყობებში არაერთხელ ამხილეს.

სიუზან სარანდონი ამერიკელი მსახიობია, რომელსაც 100-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები. 1995 წელს ფილმ Dead Man Walking-ში შესრულებული როლისთვის მიღებული აქვს ოსკარი.

კომენტარები