ენმ

ენმ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას გაატარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას გაატარებს". ამის შესახებ პარტიის მანიფესტში წერია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11 პუნქტიანი მანიფესტი "რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე" დღეს გამოაქვეყნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღნიშნავს, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მანიფესტი ცხადყოფს თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. ის წარმოადგენს გარანტიას, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომლითაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად  პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული  შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად.

კომენტარები