კრიმინალი

ქარელის მუნიციპალიტეტში ნადირობის დროს 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში ნადირობის დროს 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცს ბიძაშვილი ცხოველი ეგონა და თავის დასაცავად გაისროლა. 

"გაზრახ მკვლელობაზე ოდნავი ეჭვიც არ გვაქვს, პიროვნულად ისეთი იყო, არანაირი მტერი ამ ბიჭს არ ჰყავდა. [...] ცხოველი ჰგონებია, რომ მივიდა და ბიძაშვილი დახვდა, თვითონვე თავს იკლავდა ის ბიჭი" - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი მთავარ არხთან ინტერვიუში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 60 წლამდე მამაკაცი. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები