უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით 21 ნოემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვამ მოიგერია 10 დრონი და 1 რაკეტა.
"დღეს ღამე, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. გამოყენებული იქნა 4 საზენიტო მართვადი რაკეტა C-300 ფრთოსანი რაკეტა ისკანდერი და შაჰედის ტიპის 11 დრონი". – წერია გენერალური შტაბის ფეისბუკ გვერდზე.
როგორც უწყება აღნიშნავს, საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარებით განადგურებულია 10 შაჰედი და 1 ისკანდერი.
რუსული შეტევის შედეგად დონეცკის ოლქში დაზიანდა ქალაქ სელიდოვოს ცენტრალური საავადმყოფო, მაღარო კოტლიაროვსკაიას შენობა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსეთს საოკუპაციო ძალების უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.