ამერიკის კინოგაქირავება

ახალი შიმშილის თამაშები ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

შიმშილის თამაშების პრიქუელის პერსონაჟები
Variety.com

შიმშილის თამაშების პრიქუელი The Ballad of Songbirds & Snakes ამერიკის კინოგაქირავების ლიდერი გახდა.

კინოსტუდია Lionsgate-ის ბლოკბასტერმა გამხსნელ უიქენდზე, ჩრდილოეთ ამერიკაში 44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ცნობილი ფრენჩაიზის ახალმა ნაწილმა მარტივად მოიტოვა უკან ტროლების ახალი ნაწილი, რომელმაც არც თუ ისე ცუდი შედეგი, 31.77 მილიონი დოლარი აჩვენა.

მსოფლიო მასშტაბით შიმშილის თამაშების ახალი ნაწილის შემოსავალმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სტარტი 2013 წელს გამოსულ Catching Fire-ს ჰქონდა, რომელმაც გამხსნელ უიქენდზე 158 მილიონი დოლარი მოაგროვა.

The Ballad of Songbirds & Snakes და ტროლები 3-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.

ახალი ნაწილის მოქმედება ორიგინალი ფილმების ამბებამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე ვითარდება.

კომენტარები