ჩვენ უნდა გავატაროთ შობადობის ძალიან აქტიური [წახალისების] პოლიტიკა. ინვიტრო ხელოვნური ჩასახვა უნდა იყოს საქართველოში უფასო და უნდა იყოს სტიმულირებული. ყოველი მეორე-მესამე ბავშვი უნდა იყოს სტიმულირებული დამატებითი ფულით. მე ზედმეტი სოციალური სტიმულირების წინააღმდეგი ვარ იმიტომ, რომ შეიძლება, დაბალი გადასახადია, მაგრამ რაც შეეხება შობადობას, აქ ერთმნიშვნელოვანი პოზოცია გვაქვს. ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ჩვენ გვჭირდება სტიმულები. დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს. უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს, ისინი არიან შიდა უბედურებაში. თავისი შვილები უნდა ატარონ. თუ უნდა მოხდეს ხელოვნურად ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არავის.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ქართველმა ქალებმა მუცლით უცხოელების მაგივრად თავიანთი შვილები უნდა ატარონ
tbl.ge/6lv4
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვის დროს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




