რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით რუსეთი დეზინფორმაციის კამპანიას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციისთვის ამზადებს დეზინფორმაციის კამპანიას კოდური სახელწოდებით – მაიდანი 3, რომლის მიზანიც უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა. ამის შესახებ ზელენსკიმ Bloomberg-თან ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიზანია უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა და ქვეყნის შიგნით ქაოსის შექმნა.

"ჩვენს დაზვერვას აქვს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც ასევე მოგვივიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მაიდანი მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია". - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც უარს ამბობს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე, აღნიშნა, რომ უკრაინა გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდება.

კომენტარები