ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომესი იმიტომ, რომ ის ჩაერთო ნაცების მესიჯბოქსში. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებულ განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც უნდა აკავებდეს ამ დროს ადამიანს. მე პირადად, ადამიანს როცა ვიცნობ, რაც არ უნდა მინდოდეს მისი გაკრიტიკება, ცოტა რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ეს ადამიანური მომენტია. მის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი. მიუხედავად ამისა, ნაცებს რაც აქვთ, ყველაზე მდაბიო მესიჯბოქსი, პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილიც.
მამუკა მდინარაძე
მდინარაძე: პრეზიდენტი ჩაერთო ნაცების მდაბიო მესიჯბოქსში პოლიტიკიდან გასულ ივანიშვილზე
tbl.ge/6lqp
დაკოპირდა

თქვა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.
ზურაბიშვილმა ფრანგულ Le Monde-სთან ინტერვიუში დეოლიგარქიაზაციასა და ქვეყნის პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ივანიშვილს ოლიგარქად, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი ოლიგარქია.
ამავე თემაზე
- მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება
- კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა
- მდინარაძე შს მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის ჭორი!
- მდინარაძე: 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან
- მდინარაძე: მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, ჩვენი აქტივის გაკავება გვიწევს - მიგვიშვითო




