ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება - იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს აცრის შესაძლებლობა აქვთ. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ უფასო ვაქცინაციის პროგრამა 15 ნოემბერს სრულდებოდა.
"პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.
ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და სრულად უფასოა" - აცხადებს სამინისტრო.
დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.