აშშ-ჩინეთი

სი ძინფინგი დიქტატორია – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს დიქტატორი კიდევ ერთხელ უწოდა.

სან-ფრანცისკოში აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენს ჰკითხეს, კვლავ ფიქრობდა თუ არა, რომ სი ძინფინგი დიქტატორია. 

"არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენგან სრულიად განსხვავებულ მმართველობაზე". - უპასუხა ბაიდენმა.

ბაიდენის კომენტარს ჩინეთის დელეგაციის მხრიდან, რომელიც აშშ-ში სამიტს ესწრებოდა, მყისიერი რეაქცია არ მოჰყოლია.

აქამდე, მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ს მიერ ჩინური სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდების შესახებ საუბრისას ჯო ბაიდენმა სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა

"მიზეზი იმისა, თუ სინ ძინფინგი რატომ აღელდა საჯაშუშო აღჭურვილობით დატვირთული ბუშტის ჩამოგდებისას ისაა, რომ მან ამის შესახებ საერთოდ არ იცოდა. ეს სამარცხვინო იყო დიქტატორისთვის". - თქვა ბაიდენმა. 

კომენტარები