ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3.82 თეთრით. 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7008 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9314 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

თურნავას საგამონაკლისო ბრძანება ფარცხალაძეზე, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.95 ლარად.

კომენტარები