რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოყოფს

Frederick Florin / AFP

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 110 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სამშაბათს, 14 ნოემბერს  ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.

ლენარჩიჩის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი გამიზნულია ფულადი დახმარების, საკვების, წყლის, საცხოვრებლის, სამედიცინო დახმარების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის დამატებით გენერატორებს გაუგზავნის.

ამასთან, 110 მილიონი ევროდან 100 მილიონი უკრაინაში გაიგზავნება, 10 მილიონი კი მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად არის განკუთვნილი.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კიევისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების მთლიანი მოცულობა 843 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები