რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ისკანდერის რაკეტების მწარმოებელ ქარხანაზე ბოლო ერთ კვირაში 2-ჯერ მიიტანეს იერიში

ისკანდერის სისტემა

მოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნაში მანქანათმშენებლობის ბიუროს ქარხანაზე, რომელიც ისკანდერის რაკეტებს აწარმოებს, ბოლო ერთ კვირაში 2-ჯერ მიიტანეს იერიში.

ტელეგრამ-არხ Baza-ს ინფორმაციით, დრონი საპროექტო ბიუროს შენობასთან დილის 7:30 საათზე ჩამოვარდა. ამასთან, შემთხვევის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი შენობა, ხოლო მსხვერპლი არ ყოფილა. 

აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის, ტამბოვის, ბრიანსკის და ორიოლის ოლქებში ოთხ უპილოტო საფრენ აპარატს გადაუჭრეს გზა.

გარდა ამისა, 11 ნოემბერს რუსულ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლომნაში საჰაერო თავდაცვა იყო გააქტიურებული, ხოლო წინასწარი მონაცემებით, მანქანათმშენებლობის ბიუროს საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი დრონი ჩამოაგდეს. 

კომენტარები