ირაკლი კობახიძე

კობახიძე ენმ-ზე: მათი პროვოკაციების შედეგია, რომ აგრესორებმა მოკლეს ჩვენი მოქალაქე

გვაცადონ იმ პოლიტიკის წარმოება, რომელსაც შედეგად აქვს ის, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსხვავებით, წინა ხელისუფლებისგან. გვაცადოთ ასეთი პოლიტიკის წარმოება. ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა. რაც შეეხება პროვოკაციებს, ნაცმოძრაობას მოვუწოდებ მკაცრად, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. გახსოვთ თქვენ პროვოკაციები, რომლებიც უკავშირდებოდა კირბალისა და მლეთის თემას. ამ პროვოკაციების საბოლოო შედეგი არის ის, რომ აგრესორებმა მოკლეს ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე. თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან - ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც უნდათ დიდ მასშტაბში. მათ სურთ, უფრო მსხვილი პროვოკაციებით მივიდეთ მეორე ფრონტამდე. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე.

კომენტარები