კრიმინალი

ახალქალაქში კაცი ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს - შსს

ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით, რაც ქორწინების, (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები