რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაშავდა 2 თვის ბავშვი, ადგილზე დაიღუპა მისი ბაბუა

Up.ua

რუსეთმა ხერსონში საარტილერიო იერიში მიიტანა ავტომობილზე, რომელშიც პენსიონერი, მისი ქალიშვილი და ორი თვის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. 

აფეთქების შედეგად 64 წლის პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმე ჭრილობები მიიღო 36 წლის ქალმა, მას ფეხი ამპუტაცია დასჭირდა. საშუალო სიმძიმის ტრავმით მოხვდა საავადმყოფოში 2 თვის ჩვილიც. 

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით შემთხვევა 11:40 საათზე მოხდა, ოჯახი სამედიცინო შემოწმებიდან ბრუნდებოდა. 

დაშავებული ჩვილი საავადმყოფოში პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

კომენტარები