რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: მელიტოპოლში აფეთქებულია ოკუპანტების შტაბი, მოკლულია რამდენიმე რუსი ოფიცერი

Dron.media

უკრაინული დაზვერვის ცნობით ოკუპირებულ მელიტოპოლში 11 ნოემბერს რუსული დაზვერვის შტაბში აფეთქება მოხდა.

დაზვერვის ინფორმაციით ეს იყო "ადგილობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ჩატარებული შურისძიების აქცია".

აფეთქების დროს შტაბის შენობაში ოკუპანტების თათბირი მიმდინარეობდა, რომელსაც როსგვარდიისა და ФСБ-ს ოფიცრები ესწრებოდნენ. 

დაზვერვის ცნობით აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულია როსგვარდიის სულ მცირე სამი ოფიცერი. სხვა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. 

კომენტარები