რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონი დაბომბეს. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მეთაურის თქმით ხერსონის დნეპროპეტროვსკის რაიონში დაიღუპა ერთი კაცი. არიან დაშავებულები, მათ შორის პროკუდინის 64 წლის ცოლი საშუალო სიმძიმის ტრავმებით გადაყვანილია საავადმყოფოში.
ასევე, პროკუდინმა აღნიშნა, რომ ღამის დაბომბვის შედეგად ქალაქ ხერსონში დაზიანდა ოლეს გონჩარის სახელობის ბიბლიოთეკა.
11 ნოემბერს ქალაქ ხერსონის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.