ავდიივკა

ზალუჟნი: ავდიივკისთვის ბრძოლაში რუსეთმა 10 000-დე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის თქმით რუსეთი ავდიივკასთან დიდ დანაკლისს განიცდის.

"ერთი თვეა რაც მტერი აქტიურად უტევს ავდიივკას. ბრძოლის, გამძლეობისა და გამარჯვების თვე ჩვენი დამცველების, რომლებიც გმირულად აგრძელებენ თავდაცვას.

ამ პერიოდში ჩვენმა მეომრებმა გაანადგურეს 100-ზე მეტი ტანკი, 250 სხვა ჯავშანმანქანა, 50 საარტილერიო სისტემა, 7 СУ-25 თვითმფრინავი. მეტოქის ცოცხალი ძალის სრული დანაკლისი 10 000-დე ადამიანს შეადგენს.

მადლობა ბრიგადებს, ჩვენს განყოფილებებს, ქვეითებს, არტილერიას, ტანკისტებს, მზვერავებს, უპილოტო აპარატების ოპერატორებს, მედიკოსებს, თითოეულ დამცველს, კაცსა და ქალს, რომელიც ავდიივკას იცავდა.

ქედს ვიხრი დაღუპულთა წინაშე. მარადიული ხსოვნა მათ. დიდება ჩვენს გმირებს! დიდება უკრაინას"! – წერს ზალუჟნი ტელეგრამში. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთი სოფელ ავდიივკის მიმართულებით აქტიურად იბრძვის. სამხედრო სპეციალისტების ნაწილისთვის გაუგებარია რატომ ხარჯავს რუსეთის შტაბი სტრატეგიულად უმნიშვნელო ტერიტორიისთვის ამხელა რესურსს.

კომენტარები