მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

გორის საკრებულოს თავმჯდომარე კირბალზე: რამდენიც ვიღაც დალევს, იქით გადავიდეს – არ შეიძლება

ფაქტი იყო, რომ ადამიანი გადავიდა იქით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათთვის ოკუპირებულად ითვლება და მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ, მაგალითად, ნიქოზის მხარეს, რამდენიც ვიღაც რამდენიმე ჭიქას დალევს, მერე მოუნდება და იქ უნდა გადავიდეს, იქით უნდა ილოცოს, ქეიფი იქ გააგრძელოს - არ შეიძლება. ერთი საგუშაგოა ნიქოზთან, ხომ? იქ რომ ყველამ ასე მოინდომოს. ადამიანი საკუთარ თავს თვითონ რასაც გაუკეთებს, ვერავინ გაუკეთებს იმაზე ცუდს [...] სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას ეწევიან - ის რაღაც სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს, რაც არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ [...] სახელმწიფო ყველაფერს იცავს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამას არ ექვემდებარება. რეალობა ეს არის. იქ დგას რუსი, კაცის მკვლელი, ოკუპანტი და ქვეყნის დამაქცევარი, იმას უნდა მოვერიდოთ. 

TV მონიტორინგის ეთერში თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალთან 6 ნოემბერს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.

კომენტარები