სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი

ბოკერია პრეზიდენტზე: თვალთმაქცობაა, რომ ის დეპოლარიზაციას შეძლებს რეჟიმის ცვლილების გარეშე

პრეზიდენტ ზურაბიშვილს სრული უფლება აქვს ვიზიტებზე იაროს და საერთაშორისო კონტაქტები ჰქონდეს. სრული მარაზმი იყო და არის ივანიშვილის გუნდის, ქართული ოცნების ამ ნაწილის კამპანია მის წინააღმდეგ. ოღონდ, ამავე დროს, ან თავის მოტყუებაა ან თვალთმაქცობაა, რომ ის დეპოლარიზაციისკენ რამე ნაბიჯს გადადგამს ისე, რომ ეს რეჟიმი არ იცვლება. როგორ უნდა დევპოლარიზდეთ ჩვენ, ვისაც გვჯერა თავისუფლებისა და დასავლეთში საქართველოს ადგილის იმათთან, ვინც იძახის, რომ დასავლეთს სისხლისღვრა უნდა საქართველოში და ქართულ იდენტობას ებრძვის. ამიტომ, ჯობია, ამ თავის მოტყუებისგან სწრაფად გამოვფხიზლდეთ.

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის საფრანგეთში მიემგზავრება და 10-11 ნოემბერს პარიზში, მშვიდობის ფორუმს დაესწრება. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც იქნება.

კომენტარები