რუსეთი-ჩინეთი

მოსკოვში სერგეი შოიგუსა და ჩინეთის სამხედრო მაღალჩინოსნის შეხვედრა გაიმართა

ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჭანგ იოუსია და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
Ria Novosty

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ჭანგ იოუსიას შეხვედრა გაიმართა.

"ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ჩვენ დასავლეთის აგრესიული ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ვქმნით სამხედრო ბლოკს". – ამბობს შოიგუ.

ჭანგთან ერთად მოსკოვში რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი ჩამოვიდა. შოიგუმ მათ რუსეთის თავდაცვის ეროვნულ ცენტრში სტუმრებს სურათი აჩვენა, რომელზეც საბჭოთა და მოკავშირეთა ჯარები რაიხსტაგის ფონზე არიან აღბეჭდილები. შოიგუმ დელეგაციის წევრებს უთხრა, რომ "ერთდროს ერთ მხარეს, ფაშიზმის წინააღმდეგ ვიბრძოდით".

ჭანგი და შოიგუ ერთმანეთს ახლო წარსულში, პეკინში გამართულ ფორუმზე შეხვდა. 

"დღეს კი ვხვდებით რუსეთში. შეხვედრების ასეთი დინამიკა ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის მაღალ დონეზე მეტყველებს". – ამბობს შოიგუ.

კომენტარები