თბილისში რუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია არტპოდგოტოვკას აქტივისტი რაფაილ შეპელევი გაუჩინარდა.
შეპელევის შვილი დანილა ამბობს აქტივისტი 12 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. შეპელევის პირადი ნივთები ოჯახის წევრებმა სახლში იპოვეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ შეპელევი ვლადიკავკაზის პოლიციამ 13 ოქტომბერს დააკავა. აქტივისტს სავარაუდოდ ტერორიზმში ედება ბრალი, ის ახლაც პატიმრობაში იმყოფება.
ფონდ სვაბოდნაია რასიას წარმომადგენლის თქმით, ის დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
"საქართველოს შსს-მ გვითხრა, რომ შეპელევი ტაქსით გაემგზავრა სოფელ კირბალში, საიდანაც რუსმა, სავარაუდოდ ФСБ-ს თანამშრომლებმა გაიტაცეს". – ამბობს ფონდის წარმომადგენელი.
შეპელევი საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობდა. შვილის და ახლობლების თქმით გამორიცხულია აქტივისტი რუსეთში საკუთარი ნებით წასულიყო.