რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოდესაში ლიბერიული სატვირთო გემი დაბომბა, დაღუპულია 1 ადამიანი

ოდესის პორტში რუსეთის მიერ დაბომბილი ლიბერიული გემი
befunky

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესის პორტში მდგარ ლიბერიულ სატვირთო გემზე. არიან დაშავებულები და დაღუპულები.

დარტყმის შედეგად დაიღუპა უკრაინის მოქალაქე ლოცმანი, ასევე დაშავდა 3 ფილიპინების მოქალაქე მეზღვაური, 1 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქებისას ასევე დაშავდნენ პორტის თანამშრომლები.

"გრძელდება სამოქალაქო ნაოსნობის ტერორი, მტერმა X-31P ტიპის რაკეტით იერიში მიიტანა ოდესის პორტის მიმართულებით. რაკეტა ლიბერიის დროშის ქვეშ მყოფ სატვირთო გემს მოხვდა". – წერს ოდესის პროკურატურა.

სატვირთო გემს ჩინეთის მიმართულებით რკინის მადანი გადაჰქონდა. დიდი ალბათობით გემის მფლობელი კომპანია რუსეთისგან კომპენსაციას მოითხოვს.

კომენტარები