ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.25 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.22 თეთრით გამყარდა. 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.7025 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8825 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.

კომენტარები