ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

სამხარაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030–სთვის საქართველო მზად იყოს EU-ს წევრობისთვის

ჩვენი კანონმდებლობა უნდა დავაახლოვოთ ევროკავშირის კანონდებლობას და ეს არ არის არც ერთი, ორი ან სამი წლის საქმე, ეს შეიძლება გაგრძელდეს 5-6 წელი, ამიტომ ჩვენ გვაქვს ორიენტირად აღებული 2030 წელი. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ  ევროკავშირშიც დღეს უკვე ძალიან ღიად საუბრობენ, რომ მომდევნო გაფართოება შეიძლება მოხდეს 2030 წელს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები