მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

სოფელ კირბალის მცხოვრები: თუ ლევან დოთიაშვილს არ გამოუშვებენ, ჩვენ ავჯანყდებით

რაღაც ზომებს ხომ უნდა მიმართონ, შიშში რატომ უნდა ვიცხოვროთ? ახლა თუ ლევან დოთიაშვილი არ გამოუშვეს, ჩვენ ავჯანყდებით - ზომებს მივმართავთ. ჩვენ იმ ბავშვსაც არ მოვაკვლევინებთ, ანგელოზივით, სასახელო ბიჭია [...]

ყელში ამოგივა. რომ მოდიხარ და თქვენი სახლი დაკეტილი დაგხვდეთ, მოგეწონებათ? არ შეანგრევთ კარს? ასეა ჩვენი ეგეც [ლომისის ტაძარი], მაინც არ დავთმობთ.

ამბობს სოფელ კირბალის ერთ-ერთი მცხოვრები მთავარ არხთან საუბარში. 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი დააკავეს.

კომენტარები