ლარის კურსი

ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა – 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.57 თეთრით გაუფასურდა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.70 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8847 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.90 ლარად.

კომენტარები