რუსეთი-ლიბია

BLOOMBERG: რუსეთი ლიბიაში სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს

აღმოსავლეთ ლიბიის მმართველი ხალიფა ჰაფთარი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი
AFP/Scanpix

რუსეთი ლიბიის აღმოსავლეთში სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

რუსული მხარე მოლაპარაკებებს ხალიფა ჰაფთარის ხუნტასთან აწარმოებს, რომელიც ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს. 

მოლაპარაკებებს სტრატეგიულის მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ხმელთაშუაზღვისპირეთში ბაზის განთავსება რუსეთს აფრიკის კონტინენტიდან ევროპის სამხრეთის მეთვალყურეობის საშუალებას აძლევს.

რუსეთს გეგმაში აქვს თავისი ფლოტი განათავსოს პორტ ტორბუკში, რომელიც ბერძნული კრეტისგან მხოლოდ 300 კილომეტრშია, ხოლო იტალიის სანაპიროსგან 900 კილომეტრით არის დაშორებული. ამ დროისთვის რუსეთს ხმელთაშუა ზღვაში ორი სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს, ორივე სირიულ ტარტუსში.

გამოცემასთან ინტერვიუში თავისი შეშფოთება გამოხატა ლიბიაში აშშ-ს ყოფილმა წარმომადგენელმა ჯონათან უინერმა:

"რუსეთის ხმელთაშუა ზღვაში არ დაშვება ჩვენი მთავარი ამოცანა იყო: რუსეთმა თუ იქ პორტები მიიღო, საშუალება მიეცემა მთელს ევროპას უთვალთვალოს". 

თავის მხრივ ჰაფთარის რუსეთისგან სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე პილოტებისა და სპეცდანიშნულების რაზმების მომზადება.

2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კონკრეტულად კი ლიბიაში, ბურკინა ფასოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში იმყოფებოდა. ევკუროვი სათავეში ჩაუდგა ახალ სამხედრო სტრუქტურას, რომელმაც გადაიბარა ვაგნერის ჯგუფის ოპერაციები აფრიკის კონტინენტზე

კომენტარები