ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

იოზვიაკი: მაღალი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, იქნება პირობებზე დამყარებული

ჩემი მოლოდინი გახლავთ ის, რომ თქვენ, მაღალი ალბათობით, მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ველაპარაკე საკმაოდ გათვითცნობიერებულ წყაროს პარასკევს და როცა ვლაპარაკობდით კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთვის, იყო საუბარი 60/40-ზე. მე მაინტერესებს, როგორი ტერმინოლოგია იქნება დოკუმენტში, ამის განხილვაზე მიდის ჯერ კიდევ მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს თქვენ კანდიდატის სტატუსს მიიღებთ.

ვფიქრობ, რომ თუ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, იქნება პირობებზე დამყარებული, ის, რაც მიიღეს გასულ ზაფხულს მოლდოვამ და უკრაინამ. ზოგიერთი პირობა იქნება სხვანაირად შეფუთული, თუმცა მანამდე რაც იყო, დაახლოებით ისეთი პირობები იქნება. საუბარი იქნება პოლარიზაციაზე, პოლიტიკურ ლანდშაფტზე, სასამართლოზე, საგარეო პოლიტიკაზე, ახალი პირობა იქნება დაკავშირებული არჩევნებთან

თქვა ფორმულას გადაცემა დროების ეთერში რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]

კომენტარები