მერაია ქერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელია შეტანილი. მუსიკოსი ენდი სტოუნი მას პლაგიატში ადანაშაულებს და სასამართლოს გზით 20 მილიონ დოლარს ითხოვს.
სტოუნი კომპოზიტორი და ბენდ Vince Vance and the Valiants-ის ვოკალისტია, რომელმაც 1989 წელს სიმღერა სახელად All I Want for Christmas is You დაწერა. სტოუნი ქერის "კომპოზიციური სტრუქტურის" მოპარვაში ადანაშაულებს.
1994 წელს გამოშვებული All I Want for Christmas is You მერაია ქერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერაა, რომელმაც მუსიკოსს $60 მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა.