მერაია ქერი

მერაია ქერის ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU ბრიტანული ჩარტის სათავეშია

26 წლის შემდეგ პირველად, მერაია ქერის საშობაო სიმღერა All I Want For Christmas Is You ბრიტანული ჩარტის სათავეში მოექცა.

“გილოცავ შობას, დიდო ბრიტანეთო. ჩვენ ეს შევძელით! არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდი წელი იყო, შობის დღესასწაული თითოეულ ჩვენგანს უკეთეს ხასიათზე დააყენებს. მიყვარხართ”. - ამბობს მომღერალი.

დღევანდელი სავაჭრო ცენტრების ჰიმნი 1994 წელს გამოვიდა და მალევე პოპულარული საშობაო/საახალწლო სიმღერა გახდა.

ინტერნეტ სივრცეში კომპოზიცია არაერთი მიმის ინსპირაცია გახდა, მომხმარებელთა დიდი ნაწილის აზრით, All I Want For Christmas Is You ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მომაბეზრებელი სიმღერაა.

 

კომენტარები