ლარის კურსი

ლარი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან გამყარდა – 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.34 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.18 თეთრით გაუფასურდა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.7138 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8883 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.91 ლარად.

კომენტარები