აშშ

ბოსტონის აეროპორტის ავტოფარეხში ქალის გვამი იპოვეს – სავარაუდოდ, მკვლელი კენიაში გაფრინდა

ბოსტონის ლოგანის აეროპორტის საპარკინგე სივრცე
WBZ/Whitman Police

ბოსტონის ლოგანის აეროპორტის ავტოფარეხში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 40 წლის კევინ კანგეთი, სავარაუდოდ, კენიაში გაფრინდა.

მასაჩუსეტსის პოლიციის თქმით, კანგეთის წინააღმდეგ დაკავების ორდერი უკვე გაცემულია. მას 31 წლის მარგარეტ მბიტუს მკვლელობაში ედება ბრალი.

მბიტუ დაკარგულად ორშაბათს, 30 ოქტომბერს გამოცხადდა. პოლიციის თქმით, მისი ცხედარი 1 ნოემბერს, ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტის საპარკინგე სივრცეში, ერთ-ერთ მანქანაში იპოვეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, კანგეთიმ ჩაიდინა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ კაცი კენიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა.

გამომძიებლებს სჯერათ, რომ კანგეთი მბიტუს იცნობდა და მკვლელობა შემთხვევითი არ ყოფილა.

"მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ის ჰომიციდის მსხვერპლია". - ნათქვამია მასაჩუსეტსის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციას არ დაუკონკრეტებია როდის გაფრინდა ეჭვმიტანილი კენიაში ან რამდენი ხნის განმავლობაში იყო ქალის ცხედარი ავტოფარეხში. გამოძიებაში ჩართულია კენიის ხელისუფლებაც.

კომენტარები