რუსეთი

პეტერბურგის სასამართლომ სხდომა სტრიპტიზ კლუბში ჩაატარა

Yandex.ru

სანკტ-პეტერბურგის კუბიშევის რაიონულმა სასამართლომ სხდომა სტრიპტიზ კლუბ X.O. Men Club-ში ჩაატარა. ინფორმაციას გამოცემა Meduza ქალაქის სასამართლოების პრესსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხდომის სასამართლო დარბაზს გარეთ ჩატარების იდეა მოსამართლე ირინა ვორობიოვას ეკუთვნის. ვორობიოვა შენობაში უკანონო ცვლილებების საქმეს განიხილავს და დეტალებში უკეთ გარკვევის მიზნით მოსამართლემ სხდომის სტრიპტიზ კლუბში ჩატარება გადაწყვიტა. 

მომჩივანი იმ შენობის პატრონია, რომელშიც X.O. Men Club არის გახსნილი. გამქირავებლის თქმით კლუბის მფლობელებმა მასთან შეთანხმების გარეშე შენობის შიდა ინტერიერი შეცვალეს.

მოგვიანებით ქალაქის სასამართლოების პრესსამსახურმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სტრიპტიზ კლუბში ჩატარებული სხდომის კადრებს სემ ბრაუნის სიმღერა Stop ადევს.

კომენტარები