აშშ-უკრაინა

Reuters: აშშ უკრაინისთვის დამატებით $425 მილიონის სამხედრო დახმარების გადაცემას გეგმავს

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, 2023 წლის 21 სექტემბერს 
AP Photo/Evan Vucci

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის დამატებით $425 მილიონის ოდენობის სამხედრო დახმარების დაანონსებას გეგმავს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი არ მოიცავს ATACMS-ის ტიპის შორი მანძილის ბალისტიკურ რაკეტებს.

Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება უკრაინისთვის $300 მილიონის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო იარაღის გადაცემა, ხოლო დანარჩენი $125 მილიონით NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი რაკეტები, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები და სხვა ტიპის იარაღი.

აღნიშნული დახმარება ფინანსდება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს უკრაინისთვის გადასაცემი იარაღი კერძო მწარმოებლებისგან შეიძინოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ომის მსვლელობის შესახებ ილაპარაკა.

გენერალ ზალუჟნის აზრით რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს.

კომენტარები