Nestlé

უკრაინამ NESTLE ომის სპონსორების სიაში შეიყვანა

Enterra Solutions

უკრაინის კორუფციის აღკვეთის ეროვნულმა სააგენტომ შვეიცარიული კომპანია Nestlé ომის სპონსორების სიაში შეიყვანა.

"რუსული აგრესიის მიუხედავად Nestlé აგრძელებს რუსეთში მუშაობას. აწვდის აგრესორს სურსათს და აფართოებს საკუთარ ბაზას რუსეთში. ამ მიზეზების გამო შევიტანეთ კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში". – წერს სააგენტოს პრესსამსახური.

სააგენტოს ანგარიშში ასევე წერია, რომ 2023 წელს კომპანიამ რუსეთის ტერიტორიაზე 271 მილიონი დოლარის ნახევარფაბრიკატი და ნედლეული შეიტანა.

"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ Nestlé-მ ისტორიისგან ვერაფერი ისწავლა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია ერთდროულად გერმანიასა და ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებს ამარაგებდა. რუსეთში დარჩენით კომპანია კიდევ ერთხელ ეუბნება მთელ სამყაროს, რომ აგრესორთან თანამშრომლობა ნორმალურია". – წერია სააგენტოს განცხადებაში.

2022 წლის მარტში Nestlé-მ განაცხადა, რომ "ცნობილი ბრენდები" რუსულ ბაზარს აღარ მიეწოდება, სამაგიეროდ შევა ნახევარფაბრიკატები და ნედლეული, რომლითაც სხვა საკვები პროდუქტების დამზადებაა შესაძლებელი.

კომენტარები